როდის დაფიქსირდება "ომიკრონის" პიკი და დაწესდება თუ არა შეზღუდვები - პაატა იმნაძის განცხადება
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე კორონავირუსის ახალი შტამის პიკურ გავრცელებას საქართველოში 2-3 კვირაში ელოდება.
პაატა იმნაძის თქმით, ახალი შტამით დღიურად ძალიან ბევრი ადამიანის დაინფიცირდება. იმნაძის თქმით, თუკი მოქალაქეები აცრაზე უარის იტყვიან და რეგულაციებს არ დაიცავენ, დამატებითი შეზღუდვების დაწესება შესაძლოა გარდაუვალი გახდეს.
"ჩვენს პირობებში, როდესაც მოზრდილი მოსახლეობის 40%-იც არ არის აცრილი, რას გამოიწვევს "ომიკრონი", ძალიან ძნელი სათქმელია წინასწარ, იმიტომ, რომ ამის სხვა ქვეყნების გამოცდილება ჯერ არ გვაქვს.
დამატებითი შეზღუდვები ნამდვილად არავის უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ამდენ შეზღუდვებს ვერ გაუძლებს. შეზღუდვები არავის არ გვინდა, მაგრამ თუ ადამიანები არ იქნებიან აცრილი, არ ატარებენ პირბადეს, მაშინ უბრალოდ სხვა გზა აღარ გვრჩება, იმიტომ, რომ დღეს თუ გვეღუპება 50-დან 80 ადამიანამდე ყოველდღიურად, ეს არ გახდეს 100 და 150 ადამიანი," - ამბობს პაატა იმნაძე.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს