როგორი მიმდინარეობა ახასიათებს "ომიკრონს"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ომიკრონის შტამს, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ დადასტურდა, ახასიათებს მსუბუქი მიმდინარეობა, სწრაფი გავრცელება და იოლად გადამდებია.
მისივე ცნობით, წინამორბედებთან შედარებით აღნიშნული შტამი უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა - 40 წლამდე ასაკის ადამიანებსა და ბავშვებს.
"აღინიშნა საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი ომიკრონის შტამისთვის, დაახლოებით 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი, ასევე ბავშვებს
ჯერჯერობით რაც არის შემთხვევები და დღევანდელი რიცხვით 90-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, შედარებით მსუბუქია მიმდინარეობა, მაგრამ მომავალში ეს როგორ განვითარდება რთული საპროგნოზოა, რადგან მას სწრაფი გავრცელების და ადვილი გადამდებლობის უნარი აქვს." - ამბობს ამირან გამყრელიძე
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"