ეს არის სკანდალი, რომელიც ახლავე უნდა შეწყდეს - ჯანმოს დირექტორი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მცირე შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის დაბალი დონის ფონზე, გამაძლიერებელი, ანუ ე.წ ბუსტერ დოზების გამოყენების ტენდენციას აკრიტიკებს.
მისი თქმით, ასეთ ქვეყნებში პირველი დოზით აცრას გამაძლიერებელი დოზით ვაქცინაცია ექვსჯერ აჭარბებს, რაც დაუშვებელია და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.
„დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ყოველდღიურად ექვსჯერ მეტი ბუსტერული დოზა გამოიყენება, ვიდრე პირველადი დოზა . ეს სკანდალია, რომელიც ახლავე უნდა შეწყდეს.
COVAX-ის პლატფორმა მუშაობს, თუ მას ვაქცინები აქვს. COVAX-ის პლატფორმამ უკვე თითქმის 500 მილიონი დოზა გააგზავნა 144 ქვეყანაში.
ჯანმრთელი ზრდასრულებისთვის გამაძლიერებელი დოზის გაკეთებას ან ბავშვების ვაქცინაციას აზრი არ აქვს, როდესაც მთელ მსოფლიოში ჯანდაცვის მუშაკები, ხანდაზმული ადამიანები და სხვა მაღალი რისკის ჯგუფები ჯერ კიდევ პირველი დოზით არ არიან აცრილი" - განაცხადა გებრეისუსმა.
სიახლეები
- “2025 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 207.1 ლარით გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა” - „საქსტატი“
- საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა
- გერმანიაში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
- “ევროპა რუსეთის შესაკავებლად საკმარისად ძლიერი არ არის” - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი
- ძაძიკი