ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება იყოს საჭირო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების მსურველთა რაოდენობა იზრდება და დღეის მონაცემებით, დაახლოებით 4 600-მდე ადამიანმა „ბუსტერი“ უკვე გაიკეთა.
„ყველას უმორჩილეასდ გთხოვთ, რომ მივიდეთ და ავიცრათ. ქვეყანაში დაახლოებით 2 მილიონნახევარი დოზა სხვადასხვა ტიპის ვაქცინა გვაქვს. ვაქცინა ყველასთვის საკმარისია. მომავალი წლისთვის შეკვეთილია კიდევ მეტი, „ბუსტერები“ ვისაც დაგვჭირდება. „ბუსტერის“ რიცხვი უკვე იზრდება. დღევანდელი რიცხვით დაახლოებით 4 600-მდე ადამიანმა უკვე გაიკეთა „ბუსტერი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა შესაძლოა, საჭირო იყოს ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთებაც.
„დიახ, შესაძლებელია, რომ იყოს. ამის შესახებ მიმდინარეობს კვლევა. გარდა ამისა, გვაქვს დაახლოებით 50-მდე მეოთხე დოზა. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ. უკვე შემცირდა იმ ქვეყანების რაოდენობა, რომლებიც არ სცნობდნენ „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილებს და მათი მოგზაურობისთვის საჭირო იყო რომელიმე RNM ვაქცინის სერტიფიკატის ქონა. დაშვებულია ჩვენი კანონმდებლობით, რომ თუ თქვენ მიემგზავრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება არ შეგიშვან, შეგიძლიათ აიცრათ „ფაიზერით“ მესამე დოზით და 28 დღის შემდეგ ისევ გაიმეოროთ მეოთხე დოზა. არ არის პრობლემა. ბევრი ჩვენი სტუდენტი, ვინც მიემგზავრებოდა დასავლეთის ქვეყნებში და სადაც შესაძლებელი იყო, რომ ეს რეგულაციები ყოფილიყო, ოთხი დოზით არის აცრილი“.- განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს