სასამართლომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბაიდენის გადაწყვეტილება შეაჩერა
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დროებით დაბლოკა ბაიდენის ბრძანება, მსხვილი კომპანიების თანამშრომლების კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სავალდებულო აცრის შესახებ.
კანონი კომპანიებს, რომლებსაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, დასაქმებულების სრულ ვაქცინაციას ან ყოველკვირეულ ტესტირებას ავალდებულებს.
სასამართლომ საკანონმდებლო ინიციატივაში აღმოაჩინა სერიოზული იურიდიული და კონსტიტუციური პრობლემები, რის გამოც განკარგულება შეაჩერა და ბაიდენის ადმინისტრაციას პასუხის გასაცემად რამდენიმე დღიანი ვადა მისცა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული რეგულაცია სასამართლოში ტეხასის, ლუიზიანის, მისისიპის, სამხრეთ კაროლინისა და იუტას შტატებმა, ასევე კერძო კომპანიებმა და რელიგიურმა ჯგუფებმა გაასაჩივრეს. ისინი ბაიდენს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს