ეს არის კატასტროფის მომტანი - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გამართული აქციები ეპიდვითარებაზე კატასტროფულ გავლენას მოახდენს.
ამასთან, ის ე.წ მწვანე ბარათების აუცილებლობაზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ აღნიშნული ბარათების შემოღება პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე ჭიანურდება.
„ვეჭვობ, მთავარი განმსაზღვრელი პოლიტიკური პროცესებია, რის გამოც გადაწყვეტილებები მყისიერად და სწრაფად არ მიიღება, არადა ეს მოსახლეობისთვის და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანიაა. ვისურვებდი, რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს „მწვანე ბარათები“.
ვფიქრობ, საყოველთაო გამოსვლები, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე მართავს და გაგანია პანდემიის დროს შეკრებები, რომლებიც კვირაგამოშვებით ეწყობა, ძალიან სამწუხარო რეალობაა, რა მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს ის.
წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ეს არის კატასტროფის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მინდა, ეცოდებოდეთ და ებრალებოდეთ მათ [პოლიტიკოსებს] საკუთარი მოსახლეობა და ასე არ ექცეოდნენ. ეს ეხება ყველას“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს