"ბუსტერის საჭიროება დადგება დეკემბერში" - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კოვიდვაქცინის "ბუსტერ" დოზის შესახებ წერს.
ექიმის ინფორმაციით, საქართველოში, "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრილების ნაწილისთვის, მესამე დოზის საჭიროება დეკემბერში დადგება.
კულუმბეგოვი ამბობს, რომ იქამდე ქვეყანაში "ბუსტერის" გამოყენება დამტკიცდება.
"ბრიტანეთში "ასტრაზენეკას" ვაქცინის ბუსტერი დასაშვებია ბოლო ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ > 50 წლის მოქალაქეებისთვის, რისკის მქონე შუა ასაკის ადამიანებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის.
ბუსტერად გამოსაყენებლად უპირატესობა ენიჭება "ფაიზერს" ან "მოდერნას".
საქართველოში "ასტრაზენეკას" ორი დოზით აცრილია 58 689 ადამიანი, მათი ძირითადი ნაწილისთვის ბუსტერის საჭიროება დადგება დეკემბერში!
იქამდე აუცილებლად დამტკიცდება ეს წესი ჩვენთან.
პ.ს. მე ბუსტერი მიწევს 4 დეკემბერს", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე