შემდეგ დღეებში იქნება ინფექციის კლება - ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ჯერ კიდევ კორონავირუსის მეოთხე ტალღაა. მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ უახლოეს მომავალში ვირუსის ახალი შემთხვევების კლება დაიწყება.
„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ არანაირი საქმე არ გვაქვს მეხუთე ტალღასთან, ეს არის გარკვეული პროცესი მეოთხე ტალღის, რომელიც ჯერჯერობით არ დასრულებულა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სწორი აქცენტების დაცვა. რაც შეეხება თვითონ ტალღის მიმართულებას, აღმავალია თუ დაღმავალი, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტალღა არის დაღმავალი, ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის ე.წ. ერტეს შემცირებას, რაც მიუთითებს, რომ შემდგომი დღეების განმავლობაში აბსოლუტურ რიცხვებში ინფექციის კლება იქნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი