პროგნოზი საიმედო არ არის, შეზღუდვების მომხრე ვარ - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საკოოდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაიცა დავალება, რომ გარკვეული გადაწყვეტილებების თაობაზე პაკეტი მომზადდეს.
„პროგნოზი არ არის საიმედო. დღესაც გაიცა დავალებები, რომ მომზადდეს შემდგომი გადაწყვეტილებების პაკეტი. გეთანხმებით, რომ ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება. რა იქნება ეს, ამას საკოორდინაცო საბჭო გადაწყვეტს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მან ასევე დაადასტურა, რომ შეზღუდვების დაწესების მომხრეა. ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება, თუმცა როდის, ეს ამ ეტაპზე უცნობია.
„დარწმუნებული იყავით, რომ ამოქმედდება, ვერ გეტყვით როდიდან. ზუსტ თარიღს მე ვერ ვადგენ. მრავალი მიდგომაა „მწვანე პასპოტთან მიმართებით“,-განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი