გაფუჭებული არ არის, "ფაიზერის" ვაქცინებს ვადა გაუხანგრძლივდა - ტიკარაძე
"არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული.
ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა. ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტი ჩვენ რეალურად გვაქვს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, FDA-მ "ფაიზერის" ვაქცინებს ვაქცინაციის ვადა 3 თვით გაუხანგრძლივა.
"არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა. ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტი ჩვენ რეალურად გვაქვს. ამასთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA აღნიშნავს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინებს კიდევ დამატებით გაუხანგრძლივდათ ვაქცინაციის ვადა 3 თვით, მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე. აქედან გამომდინარე, ეს რისკი არც არსებობდა. დღეის მდგომარეობით, სრულად არის მოხსნილი", - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე