მეცნიერებმა კორონავირუსის გავრცელების შემცირების გზას მიაკვლიეს
სამხრეთ ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა დახურულ სივრცეში რესპირატორული ვირუსების ჰიდროდინამიკური შესწავლა დაიწყეს.
მათი თქმით, კვლევის შედეგები COVID-19-ისა და სხვა ვირუსული ინფექციების საკლასო ოთახებსა და სამუშაო ადგილებზე გავრცელებაში პრევენციისათვის ხელსაყრელი იქნება. კვლევის შედეგები გამოცემა Journal of Hazardous Materials-ში გამოქვეყნდა.
რესპირატორული ვირუსული ინფექციები გადადის ადამიანიდან ადამიანზე, ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით, პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტის დროს. ჰაერის ცირკულაციის გამო, დახურულ სივრცეებში დისტანციის დაცვა ყოველთვის არ იცავს ვირუსებისგან. თუმცა, ტიხრების სწორი განთავსება არის ერთ -ერთი ყველაზე ეფექტური გზა რესპირატორული ვირუსების გავრცელების შესამცირებლად.
Computational Fluid Dynamics–ის კვლევის შედეგადტიხრების ეფექტური განთავსება დადგინდა.
"გამოყენებული CFD მეთოდი მოიცავს კომპიუტერული პროგრამებისა და კოდების ერთობლიობას სხვადასხვა ფიზიკური და ქიმიური პროცესების სიმულაციისთვის. ეს მეთოდი გამოიყენება მეცნიერების თითქმის ყველა სფეროში.
მეცნიერის აზრით, გამოთვლითი მონაცემების გამოყენებით, კომპანიებს შეეძლებათ შეინარჩუნონ მუშაობის ჩვეული რიტმი და თავიდან აიცილონ საკარანტინო ზომები თუ სწორად განსაზღვრავენ დახურულ სივრცეში ტიხრების განლაგებას", - ვკითხულობთ კვლევაში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე