რომელი შტამია ყველაზე სახიფათო - ივანე ჩხაიძის განმარტება
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღეისათვის კორონავირუსის მუტაციები ორ ჯგუფად იყოფა, ერთი – შეშფოთების ვარიანტია, მეორე კი, ინტერესის.
ივანე ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპზე "მიუ ვარიანტი" სახიფათოდ არ ითვლება.
"მიუ ვარიანტი" სახიფათოდ არ ითვლება, თურქეთში გამოჩნდა ორი შემთხვევა, ეს მუტაცია არის ერთეული და დარჩა ინტერესის კლასიფიკაციაში და შესაძლოა, არ გახდეს სახიფათო, რისკი, რომ ის "დელტა" და "ალფა" ვარიანტს დაემსგავსება ამ ეტაპზე არ არსებობს, ამ მუტაციის არსებობიდან 9 თვეა გასული და საფთხის შემცველად არ ითვლება.
ყველაზე სახიფათო დღეისათვის არის ინდური ვარიანტი, მიუ ვარიანტი ჯანმოს კლასიფიკაციით არის ინტერესის ვარიანტი, ეს მუტაცია პირველად აღმოჩენილი იყო ამ წლის იანვარში. დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში არის დაფიქსირებული და მხოლოდ 7 ქვეყანაში აღემატება შემთხვევათა რაოდენობა 100 -ს, დანარჩენ ქვეყნებში ერთეულ შემთხვევებს არ აღემატება",- განაცხადა ივანე ჩხაიძემ "მედიაცენტრ მთავარში."
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს