"შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა?" - ზაზა თელიას რჩევები
ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელის მომხმარებლებს საკვების გაყინვასთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციას უზიარებს.
"შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა?
საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში.
ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება:
1. კარაქი - 6-დან 9 თვემდე;
2. ბანანი - 2-3 თვე;
3. კვერცხის ცილა ან გული - 1 წელი;
4. ყველი - გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი - 6 თვე
დაჭრილი ყველი - 3-4 თვე;
5. შეუჭმელი, დარჩენილი პიცა - 1-2 თვე;
6. ავოკადო - 8-12 თვე;
7. მცენარეული საკვები - 6 თვე;
8. პური - გამომცხვარი - 1 თვე;
არაგამომცხვარი კონსერვანტების გარეშე - 3-5 თვე;
9. რძე - 3 თვე;
10. კანფეტი - 3-6 თვე;
11. ნაჭუჭიანი თხილეული - 6 თვე ან მეტი;
12. შემწვარი მორჩენილი საკვები - ხორცეული - 2-3 თვე.
ქათამი, ინდაური ან თევზეული - 4-6 თვე;
13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით - 2-3 თვე.
ასე რომ ნუ გადაყრით საკვებ პროდუქტებს, მორჩენილ საკვებს - გახსოვდეთ რომ ბევრი ადამიანი განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში მშიერია ყოველდღიურად.
შეგიძლიათ გაყინოთ პროდუქტები, შეინახოთ ან დაურიგოთ გაჭირვებულებს", - წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- “საიდან აქვს ხაბეიშვილს 200 ათასი დოლარი – ეს უცხოური შავი ფულია” - გურამ მაჭარაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ივლისისთვის
- “საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის” - ევროპარლამენტი
- წვიმა, ელჭექი, სეტყვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- რამდენიმე ქვეყანაში ხანძარს ებრძვიან – არის მსხვერპლი