ყველა ორსული უნდა გათავისუფლდეს სამსახურებრივი პასუხისმგებლობისგან - თამარ გოდერიძე
ყველა ორსული, ორსულობის ვადის მიუხედავად უნდა დარჩეს სახლში! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ენდოკრინოლოგი და ოჯახის ექიმი, თამუნა გოდერიძე წერს.
მისი თქმით, ორსულს ორმაგი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება, განსაკუთრებით ვირუსის პიკის დროს.
"გათავისუფლდეს დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობისაგან სანამ პანდემიის ეს ტალღა გადაივლის და შეუნარჩუნდეს ხელფასი!
მიუხედავად მოწოდებისა, რომ ისინი უნდა აიცრან, უმეტესობა მათგანი არ იცრება სამწუხაროდ, დღეს გაკეთებული პირველი დოზა კი სრულად ვაქცინირების შემთხვევაში შედეგს 6 კვირის შემდეგ იძლევა, ეს დრო საკმაოდ ბევრია და დაინფიცირების რისკი კი უზარმაზარი.
რატომ რთულდება ორსულებში კოვიდი?
ორსულებში იმუნური სისტემა ისედაც რთულ რეჟიმში მუშაობს და ახალ დაავადებასთან გამკლავება უჭირს!
ორსულის ორგანიზმში ბუნებრივად გააქტიურებულია სისხლის შედედების ფუნქცია და ადვილად წარმოიქმნება თრომბები!
ორსული უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური - აქტიური კოვიდის დროს გამოვლენილი სისუსტე და იმობილიზაცია კი ამძინებს მდგომარეობას!
ორსულობის გვიან ვადაზე ისედაც შემცირებულია ფილტვების სრულყოფილად გაშლა, რაც კოვიდის დროს კიდევ უფრო მეტად ქმნის ჟანგბადის ცვლის პრობლემას!
ორსული ნამდვილად 2 სულია ერთად და ორმაგი დაცვა და მოფრთხილება ჭირდება
ორსულები უნდა გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საკუთარი თავის და შვილის სიცოცხლეს ამიტომ აუცილებლად უნდა ატარონ პირბადე, მაქსიმალირად თავი შეიკავონ ხალხთან კონტაქტისაგან, აიცრან უკვე ავტორიზებული ვაქცინით, ისეირნონ მხოლოდ სუფთა ჰაერზე და იყვნენ ფიზიკურად აქტიურები .ორსულობა ავადმყოფობა არ არის - ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, მაგრამ კოვიდის პიკის დროს ავადმყოფზე მეტი გაფრთხილება ორსულს ჭირდება!" - წერს გოდერიძე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე