რეგიონებში აღმავალ ტალღას ველოდებით - ეკატერინე ტიკარაძე
რეგიონებში ველოდებით აღმავალ ტალღას - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმ, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მან კახეთში საველე ჰოსპიტლის გახსნა არ გამორიცხა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თბილისსა და აჭარაში ინფექციის გავრცელების გარკვეული სტაბილიზაციაა, თუმცა სხვა რეგიონებში ეკატერინე ტიკარაძე შემთხვევების აღმავალ ტალღას ვარაუდობს.
"დღესდღეობით, ჩვენ ვაკვირდებით თბილისსა და აჭარაში ინფექციის მატების გარკვეულ სტაბილიზაციას, თუმცა არსებული მონაცემებით, სხვა რეგიონებში ჩვენ ველოდებით აღმავალ ტალღას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი იყოს მაქსიმალურად გაძლიერებული იმ რეგიონებში, სადაც აღმავალი ტალღაა მოსალოდნელი და ასეთი გახლავთ კახეთი. საჭიროების შემთხვევაში, კახეთშიც განვიხილავთ დროებით დაყოვნების სივრცის მოწყობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას, დედაქალაქში მსგავსი სახის ინფრასტრუქტურა გაიმართა ქავთარაძის ქუჩაზეც და მსგავსი დაგეგმვა მიმდინარეობს რეგიონულ ჭრილშიც," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს