"ჩვენ კატასტროფას თავს ვეღარ დავაღწევთ, დავაგვიანეთ" - გიორგი ფხაკაძე
"ჩვენ კატასტროფას თავს ვეღარ დავაღწევთ, სამწუხაროდ, დავაგვიანეთ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს და საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება.
"ამას კიდევ არჩევნები ემატება, მეორე კატასტროფა, რომელიც მოდის. ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილება საარჩევნოა და არა ის, რაც ადამიანებს სჭირდებათ. მაგალითად, ქვეყანა პირველ ივლისს ჩასაკეტი იყო, არავინ ჩაკეტა. ვაქცინაციის პროგრამა სულ სხვაგვარად იყო ასაწყობი.
ჩვენთან ახლა ის სიტუაციაა, რაც ბრაზილიაში ხდებოდა პირველი ტალღის დროს. როცა პრეზიდენტი ამბობდა, მე ბიზნესი მირჩევნია დაავადების მართვასო. დაგავიწყდათ რაც იყო ბრაზილიაში? სხვათა შორის, ბრაზილიური შტამი ამიტომ წამოვიდა. ჩვენ ისე გავაკეთებთ, მალე ალბათ ქართული შტამი გვექნება. რა დროის კონცერტები და შეხვედრებია", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე