რატომ არის ჯერჯერობით შეუძლებელი COVID-19-ის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა
COVID-19–ის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა ჯერჯერობით შეუძლებელია.
ამის მიზეზი "დელტა" შტამია, რომელიც ვაქცინირებულ პირებსაც აინფიცირებს. ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ვაქცინების კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა ჰანაცხადა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
მან კოლექტიურ იმუნიტეტს "მითიური" უწოდა.
"ვარიანტი "დელტა", როგორც მანამდე, დააინფიცირებს ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ. და ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ ყველა, ვინც აცრილი არ არის, ვირუსს ნებისმიერ დროს აიკიდებს. ჯერჯერობით არაფერი გვაქვს, რაც ამ გადაცემას სრულად შეაჩერებს", - დასძინა პოლარდმა.
მისი თქმით, არსებული ვაქცინები ძალზე ეფექტურია კორონავირუსით მძიმე ფორმით დაავადებების და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.
ამიტომ, პროფესორის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის კოლექტიური იმუნიტეტის იდეაზე აგება არასწორია და მოსახლეობას დეტალურად უნდა განემარტოს, რა უპირატესობებს შეიცავს ვაქცინაცია.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს