მომდევნო ორი კვირა იქნება ძალიან მძიმე, შემდეგ შეიძლება მივიღოთ კოლაფსი - ალექსანდრე გოგინავა
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ქეიმი, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, მომდევნო ორი კვირა განსაკუთრაბულად რთული იქნება სამედიცინო და კლინიკური სექტორისთვის, თუმცა თუ მოსახლეობა რეგულაციებს ზედმიწევნით კარგად შეასრულებს და ვაქცინაცია სწრაფი ტემპით გაგრძელდება, 2-3 კვირაში ეპიდსიტუაციის დასტაბილურიების ნიშნები გამოჩნდება.
იმ შემთხვევაში კი, თუ კრიტიკული პერიოდი თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება, გოგინავა ამბობს, რომ შეიძლება სემდიცინო და კლინიკური სექტორის კოლაფსი მივიღოთ.
"ვაქცინაციის შედეგს დავინახავთ დაახლოებით მაშინ, როდესაც მოსახლეობის მინიმუმ 30% იქნება ორჯერადად ვაქცინირებული. ორი კვირა იქნება ძალიან მძიმე და როგორც აღვნიშნე, თუ ყველანი გავაკეთებთ ჩვენს საქმეს კეთილსინდისიერად, ანუ, მოქალაქეები გაგებით მოეკიდებიან ამ ყველაფერს და დაიცავენ რეკომენდაციებს, დაემორჩილებიან იმ რეგულაციებს, რაც არსებობს, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ საავადმყოფოში იყოს სწორი ტრიაჟი და მოხვდნენ ის პაციენტები, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება, ასევე ამ საჭიროებას გაითვალისწინებენ თავად მოქალაქეებიც და ვაქცინაცია წავა სწრაფი ტემპით, ამ შემთხვევაში, ჩვენ ორი კვირის განმავლობაში, თუნდაც ამდენ შემთხვევაზე შეგვიძლია მუშაობა, ჰოსპიტალურ სექტორს შეუძლია იმუშაოს მაქსიმალური დატვირთვით, ადამიანების 24 საათიანი შრომით და გარჯით გაუძლოს არსებულ ვითარებას. მაგრამ, თუ ეს გაიწელა და ეპიდსიტუაცია გაუარესებისკენ წავიდა, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება ერთ თვეზე მეტ ხანს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ სამედიცინო სექტორის და კლინიკური სექტორის კოლაფსი.“ - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე