ავადმყოფების ნაწილი დადის ქუჩაში, იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პაციენტების ნაწილი, რომელიც ბინაზე მკურნალობს, თვითიზოლაციის წესებს არღვევს.
მისი თქმით, ინფიცირებული პაციენტები დადიან ქუჩაში და მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
"მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი, დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან ნაწილი, არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ამავე დროს, სერიოზული ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი შემთხვევების ძალიან მაღალი რიცხვის შენარჩუნებას.
კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კოვიდინფიცირებულია და ასევე, ჯანდაცვის სისტემას, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ ვიცი კიდევ ვის ხელეწიფება, გააკონტროლოს ადამიანები, რომელთაც აქვთ კოვიდის მსუბუქი ფორმა, 12 დღის განმავლობაში დაიცვან თვითიზოლაციის წესები, არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ სახლი, არ გამოვიდნენ ქუჩაში, არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ისინი სტუმრადაც კი მიდიან და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას.
თუკი ეს ძალიან ცუდი პრეცენდენტი არ აღმოიფხვრა, პირბადეების ტარება კარგადაც რომ გავაკონტროლოთ, მაინც გაგვიჭირდება ახალი შემთხვევების კონტროლი", - განაცხადა ცერცვაძემ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"