არის თუ არა "ლამბდა" შტამი "დელტა" ვარიანტზე უფრო საშიში?
ამ დროისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის "ლამბდა" ვარიანტს განსაკუთრებით საშიში შტამის სტატუსს არ ანიჭებს.
თუმცა, იაპონური კვლევითი ჯგუფის თანახმად, "ლამბდა" შტამი "დელტა" ვარიანტზე უფრო საშიშია. იაპონელი ექსპერტები ჯანმო-ს მოუწოდებენ, "ლამბდა" შტამის კლასიფიკაცია შეცვალოს და მას "შემაშფოთებელი" სტატუსი მიანიჭოს.
გამოცემა DW-ის ცნობით, "ლამბდა" შტამი ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც "შემაშფოთებელი" კლასიფიკაციის მინიჭებისათვის არის საჭირო. იაპონელი ექსპერტების შეფასებით, "ლამბდა" შტამის შემთხვევაში გაიზარდა ინფექციურობა და ანტისხეულებისადმი წინააღმდეგობა.
არის თუ არა ლამბდა ვარიანტი უფრო საშიში, ვიდრე დელტა ვარიანტი, რომელიც ამჟამად ევროპაში სწრაფად ვრცელდება და გახდება თუ არა იგი დომინანტური შტამი, ჯერჯერობით უცნობია.
რამდენად სწრაფად ვრცელდება "ლამბდა" ვარიანტი კარგად ჩანს პერუს მაგალითზე. დეკემბერში პერუში ლამბდა ინფექციის მხოლოდ 200 შემთხვევა იყო, მარტის ბოლოს კი ინფიცირების ყოველი მეორე შემთხვევა "ლამბდა" შტამით იყო გამოწვეული. ამჟამად, პერუში ინფიცირების 80 პროცენტზე მეტი "ლამბდა” ვარიანტს უკავშირდება.
სიახლეები
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა
- 2025 წლის შემოდგომა ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის დაუვიწყარი იქნება
- ჯუანშერ ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს
- არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება - სადამდე აიწევს ტემპერატურა