ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზი მიუთითებს, რომ სურათი მნიშვნელოვნად იცვლება, თუ ჩვენ მივაღწევთ ნიღბების გამოყენების 95 პროცენტის.
ამდენად, ყველაზე ქმედითი და ეფექტური საშუალება, რაც პრევენციის მიზნით შესაძლებელია რომ გამოყენებული იქნას, ეს არის პირბადის გამოყენება, როგორც გარე სივრცეში, ასევე დახურულ სივრცეში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, პირბადის გამოყენება დღეს საქართველშო 50%-ან ნიშნულზეა, რაც მინიმიმ 30 პროცენტით გაუმჯობესებას საჭიროებს.
"ჩვენი ძალიან მყარი და მკაცრი რეკომენდაცია არის ის, რომ ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას, მიუხედავად იმისა, ვინმე ამ პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით შენიშვნას მისცემს თუ არა, დააჯარიმებს თუ არა და ა.შ. მთავარია აღსრულდეს ეს წესი. დღეს ვართ პირბადის გამოყენების დაახლოებით 50-პროცენტიან ნიშნულზე, თუ გავაუმჯობესებთ თუნდაც 30 პროცენტით, მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, როგორც ინფიცირების შემთხვევების გავრცელებაში, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი პირდაპირ უკავშირდება ინფიცირების შემთხვევებს“, – განაცხადა გაბუნიამ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე