კორონავირუსის "დელტა“ ვარიანტი ჩუტყვავილასავით გადამდებია
კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი ბევრად უფრო გადამდებია და შესაძლოა, უფრო სერიოზული დაავება გამოიწვიოს, ვიდრე ვირუსის ყველა სხვა ცნობილი ვერსიას.
ინფორმაციას New York Times აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს დირექტორის, როშელ ვალენსკის თქმით, ინფიცირებული ვაქცინირებული ადამიანების „ცხვირი და ყელი დიდი რაოდენობის ვირუსის მატარებელია“. ეს კი ნიშნავს, რომ „დელტა“ ვარიანტით დაინფიცირებული ვაქცინირებული ადამიანები, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები არ აქვთ, ისეთივე გადამდებები არიან, როგორც არავაქცინირებულები.
ამასთან, ვალენსკის თქმით ვაქცინირებული პირებიდან გადადება იშვიათია, თუმცა სხვა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის, შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს, ვიდრე მანამდე ეგონათ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სააგენტოს შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს "აღიარება, რომ ომი შეიცვალა".
დოკუმენტის თანახმად, როდესაც ვირუსი ცდილობს შეაღწიოს ფილტვებში, იმუნური უჯრედები ვაქცინირებულ ადამიანებში სწრაფად აღმოფხვრის ინფექციას. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინირებული ადამიანები ინფიცირებულები და გადამდებები გაცილებით მოკლე პერიოდის განმავლობაში არიან, ვიდრე არავაქცინირებულები.
ამასთან, აღნიშნულია ვაქცინები ხელს უშლის სერიოზულ დაავადებებს, ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს