არის თუ არა ანტისხეულების დიდი რაოდენობა დაცვის გარანტი - კულუმბეგოვის განმარტება
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავოს ანტისხეულების კვლევებისაგან.
მისი განმარტებით, ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულებზე ანალიზის გაკეთება საჭირო არ არის.
"რაც შეეხება ვაქცინაციის შემდგომ იმუნური სტატუსის განსაზღვრას, მსოფლიოში რუტინულად არსად მიღებული არ არის. არცერთი ავტორიტეტული და საერთაშორისო ორგანიზაცია ამ პრაქტიკას რეკომენდაციას არ უწევს. ძალიან მინდა ყველას ვთხოვო, მასობრივ სანახაობრივ ღონისძიებად ნუ გადააქცევთ თქვენს გაკეთებულ ანალიზებს, შემდგომ სოციალურ ქსელში გამოფენენ ხოლმე და შემდეგ ათასი ინტერპრეტაციები ხდება.
ვაქცინა როდესაც ადამიანის ორგანიზმში ხდება, იმუნური სისტემის ორი პასუხი ირთვება: ერთი არის ანტისხეულების პასუხი, მეორე უჯრედული იმუნიტეტის პასუხი, ამიტომ შესაძლოა ერთ ადამიანს ჰქონდეს ანტისხეული 500, მეორეს 16, მაგრამ იმუნური სისტემის უჯრედული რგოლი, ამ 16-იანს უკეთესად ჰქონდეს ჩამოყალიბებული, ვიდრე 500-იანს და უფრო მეტად იყოს დაცული,"- განმატრა "დღის კურიერში" ბიძინა კულიმბეგოვმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს