ვაქცინების არჩევის დრო აღარ არის - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, აგვისტოში დელტა შტამი ფართოდ გავრცელდება, შესაბამისად, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ვაქცინების არჩევის დრო აღარ არის.
მისივე თქმით, ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს აქვს, დაახლოებით ერთნაირი პროცენტული მაჩვენებლით იცავს ინფიცირების მძიმე ფორმისგან.
„ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება Pfizer-ის ვაქცინას. დელტა ვარიანტის სწრაფი ზრდის პირობებში ეს არის არასწორი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ოთხივე ვაქცინა, რომელიც საქართველოშია, იცავს ადამიანს დელტა ვარიანტით ინფიცირებისგან, სხვადასხვა პროცენტით, მაგრამ ყველა იცავს. Pfizer-ის ვაქცინა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პროცენტით ეფექტიანია, ვიდრე სხვა ტიპის ვაქცინები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ინფიცირებისგან დაცვის ეფექტიანობა, არამედ ვაქცინის გაკეთების ძირითადი მიზანი - დაგვიცვას მძიმე შემთხვევებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან, გარდაცვალებისგან“, - განაცხადა ჩხაიძემ.
სიახლეები
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი
- 20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი