"დელტა" შტამი ძალიან სწრაფად ვრცელედება - ალექსანდრე გოგინავა
ინფექციონისტი, თბილისის შიდსის და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ექიმი, ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.
მათ შორის გლობალური ვითარებით და დელტა შტამის სწრაფი გავრცელების უნარით.
ამასთან, როგორც გოგინავა აცხადებს, მოსახლეობა რეკომენდაციებს ფაქტობრივად აღარ ითვალისწინებს.
„ეპიდსიტუაციის გაუარესება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზოგადად, ეპიდსიტუაცია გლობალურად გაუარესებულია და ჩვენს რეგიონში „დელტას“ შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. შესაბამისად, საქართველოშიც „დელტას“ შტამის გავრცელება, ასე ვთქვათ, საკმაოდ მაღალია. ამას თან ერთვის ის, რომ რეკომენდაციების შესრულება თითქმის, არ ხდება. განსაკუთრებით, ეს ეხება პირბადის ტარებას როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. ამიტომ მსურს, მოვუწოდო მოსახლეობას, რეკომენდაციები დაიცვან, განსაკუთრებით იქ, სადაც ფიზიკური დისტანცირება ვერ ხერხდება“, - განაცხადა გოგინავამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს