როდის მოვიხსნით პირბადეს - ამირან გამყრელიძის განმარტება
პირბადეს ჩვენ ვერ მოვიხსნით, სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის თუმცა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე ჯერ არ მოიხსნება კომენდანტი, მიმდინარეობს მსჯელობა. არსებობს გარკვეული მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, რა ფორმით შემსუბუქდეს ან არ შემსუბუქდეს. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას და იმის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება. ოფიციალურად დაღუპულია 3,7 მილიონი ადამიანი, შეფასებითი მაჩვენებლით ეს არის, დაახლოებით, 7 მილიონი, საქართველოში პანდემიამ იმსხვერპლა 5 000 ადამიანი, ამიტომ მესმის, რომ ბევრი რამე უხერხულია, მაგრამ პანდემიები ხდება საუკუნეში ერთხელ ან ორჯერ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა
- 2025 წლის შემოდგომა ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის დაუვიწყარი იქნება
- ჯუანშერ ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს
- არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება - სადამდე აიწევს ტემპერატურა