FDA-მ ალცჰაიმერის შემანელებელი პირველი მედიკამენტი დაამტკიცა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის დაავადებასთან საბრძოლველად პრეპარატი ადუკანუმაბი დაამტკიცა.
პრეპარატი საერთაშორისო ბაზარზე Aduhelm-ის სახელით გაიყიდება. პრეპარატი მიზნად ისახავს დაავადების გამომწვევი მიზეზების პრევენციას.
პრეპარატი შლის ამილოიდ - ცილას, რომელიც ადამიანის ტვინში თრომბებს წარმოქმნის და უჯრედებს აზიანებს. რაც უკვე შემდგომში მეხსიერების, აზროვნებისა და კომუნიკაციის პრობლემებს იწვევს.
მსოფლიოში ალცჰაიმერით დაავადებული 30 მილიონზე მეტი ადამიანია.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ალცჰეიმერის საწინააღმდეგო ასზე მეტი პრეპარატის ტესტირება ჩატარდა, მაგრამ არცერთი მათგანი წარმატებული არ აღმოჩნდა.
სიახლეები
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა
- 2025 წლის შემოდგომა ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის დაუვიწყარი იქნება
- ჯუანშერ ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს
- არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება - სადამდე აიწევს ტემპერატურა