"არანაირი მინიშნება, რომ "ინდური შტამი" უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, არ არსებობს" - კულუმბეგოვი
არანაირი მინიშნება, რომ "ინდური ვარიანტი" იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ინდური შტამი" 15%-დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის საწყისი შტამი.
"ინდური ვარიანტი" აჩვენებს, რომ ის 15%-დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის საწყისი შტამი. ეს იგივე ფარგალია, რაც "ბრიტანული შტამი", რომელიც დღეს ჩვენთან დომინანტურია. შესაბამისად, აქ არაფერი გადაცემის სიხშირის და სისწრაფის თვალსაზრისით არ შეცვლილა.
ჯერჯერობით, არანაირი მინიშნება, რომ "ინდური ვარიანტი" იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს", - აცხადებს კულუმბეგოვი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე