COVID-იმუნიტეტი, შესაძლოა, წლების განმავლობაში შენარჩუნდეს
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი ადამიანთა გარკვეულ კატეგორიებში, შესაძლოა, ერთი წლის განმავლობაში ან კიდევ უფრო მეტხანს შენარჩუნდეს.
ეს ეხება მათ, ვინც COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდა, და შემდეგ კორონავირუსი საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ კოვიდგატანილ პაციენტებს, რომლებმაც ვაქცინაცია ჩაიტარეს, რეგულარულად აცრის გაკეთება აღარ დასჭირდებათ. ამასთან, ვაქცინირებულებს, რომლებიც არასდროს ყოფილან კორონავირუსით დაინფიცირებულები, ვაქცინაცია რეგულარულად დასჭირდებათ.
მკვლევარებმა გააანალიზეს იმ ადამიანების მონაცემები, ვინც კორონავირუსით დაახლოებით ერთი წლის წინ დაინფიცირდა.
სენტ-ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, უჯრედები, რომლებიც ინახავს ვირუსის მეხსიერებას, შენარჩუნებულია ძვლის ტვინში და საჭიროების შემთხვევაში, მათ ანტისხეულების გამომუშავება შეუძლიათ.
სხვა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მეხსიერების B უჯრედები განაგრძობენ დამწიფებას და გაძლიერებას საწყისი ინფექციიდან მინიმუმ 12 თვის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ორივე კვლევაზე რეცენზია ჯერ არ გაცემულა.
”დაინფიცირებულ და ვაქცინირებულ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი იმუნური რეაქცია და აქვთ ანტისხეულები, რადგან ისინი განაგრძობენ საკუთარი ანტისხეულების გამომუშავებას. ველოდები, რომ ეს ანტისხეულები დიდხანს იმუშავებენ ორგანიზმში”, - ამბობს იმუნოლოგი მიშელ ნუსენცვეიგი.
სიახლეები
- ბათუმში კაცი ჩაცხრილეს
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას
- “აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს” - გარემოს ეროვნული სააგენტო
- “გახარიას თავისი ინტერესები აქვს, რომ უსამშობლოებთან ერთად ქვეყანა არიოს” - ირაკლი ზარქუა
- კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლის გაუქმების მიზანი "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილია