ვაქცინაციას კოვიდის შემდგომი სიმპტომების გაუმჯობესება შუძლია - მეცნიერები
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის სიმპტომებისგან ათავისუფლებს. ინფორმაცია ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კვლევაში 812 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ძირითადად ქალები იყვნენ, რომელებიც კორონავირუსის შემდგომ სიმპტომებს უჩიოდნენ. მონაწილეებს ჩაუტარდათ ვაქცინაცია და ერთი კვირის შემდეგ დადგინა, რომ გამოკითხულთა 56.7%-მა მათი მდგომარეობის გაუმჯობესება და სიმპტომების შემცირება განიცადა, ხოლო 24.6%-ში სიმპტომები უცვლელი დარჩა.
მეცნიერების თქმით, ვინც ჩაიტარა Pfizer / BioNTech-ისა ან Moderna-ს ვაქცინა მეტად იგრძნეს ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება, ვიდრე მათ, ვინც მიიღო AstraZeneca-ს ვაქცინა. ასევე დასკვნამ აჩვენა, რომ ვინც აცრილ იყო Moderna-ს ვაქცინით, სიმპტომები შემსუბუქდა, როგორიცაა დაღლილობა და კუნთების ტკივილი.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ 130 ადამიანიდან, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა ჩაიტარეს, ზოგიერთი პაციენტი პირველი დოზის შემდეგ უკეთესად გრძნობდა თავს, მაგრამ სიმპტომებმა დაბრუნება დაიწყო, რაც ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ გაქრა.
იელის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის პროფესორმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ხანგრძლივი მიმდინარეობა შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული: ვირუსის რეზისტენტობა და იმუნური სისტემის ძალიან მწვავე რეაქცია.
დუკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერების თქმით, სიცხის დამწევი მედიკამენტების მიღებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ანტისხეულების რაოდენობის შემცირება, რომელიც ორგანიზმმა ვაქცინაციის დროს გამოიმუშავა. ზუსტი პასუხი არ არსებობს კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება გავლენა მოახდინონ სიცხის დამწევმა მედიკამენტმა იმუნურ პასუხზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროს.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"