რომელი ვაქცინაა ეფექტური ინდური შტამის მიმართ - FirstNews.ge-ს ექსკლუზივი
ბოლო კვლევების მიხედვით, მინდა გახაროთ, რომ ყველა არსებული ვაქცინა, განსაკუთრებით "მოდერნა" და "ფაიზერი", ისეთივე ეფექტურია ინდური შტამის მიმართ, როგორც აქამდე ცნობილი კოვიდ-19-ს სხვა შტამების შემთხვევაში, - ამის შესახებ FirstNews.ge-ს Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერმა, - ფრიდონ შუბითიძემ ექსკლუზიურად განუცხადა.
მისი თქმით, ინდური შტამი, რომელიც ცნობილია როგორც B.1.617 სახეობა, უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე ჩინური, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამი.
"ისე, როგორც სხვა შტამები ინდურ B.1.617 შტამიც აერთიანებს 10-ზე მეტ მუტაციას და მათ შორის ორ ცნობილ, განსაკუთრებულად საშიშ, ბრაზილიურსა და კალიფორნიულ მუტაციებს.
ინდური შტამის მეცნიერული შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ორივე სახეობის მუტაცია მოთავსებულია კოვიდ ვირუსის იმ ნაწილთან, რომელიც უშუალოდ ახდენს ადამიანის იმუნურ სისტემასთან ზემოქმედებას. ამიტომაც, ინდურ შტამს ორმაგი მუტაციური შტამი ეწოდება. ინდური შტამის მიმართ მეცნიერთა შიში გამოწვეული იყო კითხვით: - თუ რა მოხდებოდა, როდესაც ეს ორივე (ბრაზიული და კალიფორნიული) მუტაცია ერთდროულად მოხვდებოდა უჯრედში; ანუ მოხდებოდა თუ არა მუტაციების შედეგების გაერთიანება და კოვიდვირუსის გაძლიერება. საბედნიეროდ, მეცნიერულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ინდური შტამი ორმაგი მუტაციით არ არის უფრო მეტად დამაზიანებელი სხვა სახეობის ვირუსებთან შედარებით,"- აცხადებს ფრიდონ შუბითიძე FirstNews.ge-თან საუბარში.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"