როდის იქნება საქართველოში "ფაიზერი" და "მოდერნა" ხელმისაწვდომი - ბიძინა კულუმბეგოვის განცხადება
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ, რომ "სინოფარმზე" მსგავსი აქტიურობის მოლოდინი არ ჰქონდა, თუმცა მოლოდინი ჰქონდა, რომ აღნიშნული ვაქცინა ჯანმო-ს ავტორიზაციას მიიღებდა.
მისივე თქმით, ვინაიდან "ფაიზერი" და "მოდერნა" ყველა მსურველისთვის უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი ვერ იქნება, მოსახლეობა სწორად მოიქცა, რომ "სინოფარმით" ვაქცინაციაზე დარეგისტრირდა.
"მოლოდინი, რა თქმა უნდა, მქონდა, რომ "სინოფარმი" ავტორიზაციას გაივლიდა. ადამიანებს, რომლებსაც გარკვეულწილად ჰქონდათ ხინჯი, ისეთი ვაქცინა არ გაეკეთებინათ, რომელსაც არ აქვს ავტორიზაცია, ასევე ეშინოდათ უცხოეთში პასპორტის თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ შექმნოდათ, ეს შიშები მოიხსნა და ლეგალურია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ევროკავშირის თანხმობას არ ნიშნავს.
"სინოფარმით" აცრილი ადამიანები ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილებას შეძლებენ თუ არა, ეს თავად ქვეყნებზეა დამოკიდებული.
სიმართლე გითხრა, არ ველოდი "სინოფარმზე" ასეთ აქტიურობას, თუმცა როდესაც "ასტრაზენეკაზე" არის ასაკობრივი შეზღუდვა და ელოდებიან ვაქცინებს, რომელიც როდის იქნება და რანაირად არ იციან, როგორც კი გამოჩნდა ვაქცინა, რა თქმა უნდა, დარეგისტრირდნენ.
ყველა მსურველისთვის ვერ იქნება "ფაიზერი" და "მოდერნა". ყოველ შემთხვევაში ახლო პერიოდში, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ ხალხმა, რომ დარეგისტრირდა, ეს ადამიანები არიან ძალიან მოტივირებულები,"- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე