„ყველა ინდიკატორი თანდათან უარესდება" - გამყრელიძე პიკის პერიოდს ასახელებს
ყველანაირი პროგნოზით, პიკური პერიოდი დაგვიდგება მომავალი თვის პირველ ორ კვირაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ყველა ინდიკატორი თანდათან უარესდება. ყველანაირი პროგნოზით, ჩვენ პიკური პერიოდი დაგვიდგება თვის ბოლოს, მომავალი კვირის პირველ ორ კვირაში, ამიტომ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციაა, რომ აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრებული იყოს. დღეს მოქმედი შეზღუდვები და რეკომენდაციები, მხედველობაში მაქვს ღამის კარანტინი, შაბათ-კვირას რესტორნების მუშაობის შეჩერება, პირბადის ტარებისა და დიდი თავშეყრის განსაკუთრებული კონტროლი – ეს ყველაფერი ძალაშია და კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე