აიკრძალება თუ არა საფლავებზე გასვლა - გამყრელიძის განმარტება
საფლავებზე გასვლის აკრძალვა დამოკიდებულია, როგორი ეპიდსიტუაცია გვექნება აღდგომის წინა დღეებში და შემდგომ ბრწყინვალე შვიდეულში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაიმართება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ წესები ყველგან დაიცვან.
"იქნება საპატრიარქოსთან კონსულტაციები. ჩვენი თხოვნაა, რომ აღდგომის წინა დღეებში ტაძრებში მაქსიმალურად დაცული იქნას რეკომენდაციები. ანუ, ტაძრის შიგნით და გარეთაც პირბადის აუცილებელი გამოყენება, ასევე დისტანციის, სანიტარული წესების დაცვა და როგორც შარშან მოხდა, ძირითად ტაძრებში რადიოფიცირება. 2 მაისს არის აღდგომა, ამ დროს თბილა, მრევლი იყოს ძირითადად გარეთ, იქაც დისტანციის დაცვით. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ არ იყოს ვირუსის გავრცელების ზედმეტი რისკი. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს, რათა არ იყოს მომატებული რისკი და წესები ყველგან დაცული იქნას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"