ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება - ამირან გამყრელიძე
ორ კვირაზე მეტია ყოველდღიურად გვაქვს 600-ზე მეტი შემთხვევა, რაც არ ყოფილა თებერვლის დასაწყისის შემდეგ. იმატებს რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც ერთზე მეტია თითქმის 20 დღეა. ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ანუ დადებითობის მაჩვენებელი დღეს თითქმის სამ პროცენტს შეადგენს. ყველა ეს რიცხვი მიუთითებს, რომ ეპიდსიტუაცია უარესდება ქვეყანაში, -ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„მართალია გაუარესებას არ აქვს ნახტომისებრი ხასიათი, ის თანდათან უარესდება, მაგრამ თუ ჩვენ არ დავიცავთ მკაცრად რეგულაციებს და აღსრულება არ იქნება მაქსიმალური, მაშინ დიდი რისკია იმისა, რომ დაიწყოს საყოველთაო გავრცელება, კლასტერული გავრცელება უკვე გვაქვს და შეიძლება შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში“, – განაცხადა გამყრელძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია.
„აცრილია 19 694 ადამიანი, გუშინ აიცრა 1 497 პირი. თანდათან ოდნავ იმატებს მსურველთა რაოდენობა, 30 აპრილის ჩათვლის ჩაწერილია 17 ათასი ადამიანი, მაგრამ ეს არის ძალიან ცოტა. აპრილ-მაისში ჩვენ გვჭირდება სულ მცირე სამიდან ოთხი ათასამდე აცრა დღიურად, მაშინ როცა ბოლო ორი კვირის დღიური საშუალო არის 1 100-ის ფარგლებში. სამწუხაროდ, აქტივობა დაბალია და მოსახლეობას ისევ ხშირი მოწოდება სჭირდება, რომ აცრის გარდა ამ ეპიდემიის დამარცხების სხვა საშუალება არ არსებობს. თუ მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი ავიცრებით ამ წლის ბოლომდე, მაშინ ეპიდემია ქვეყანაში დასრულდება“, – განაცხადა გამყრელძემ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს