ჩვენი პირველი მტერი არის სუფრა - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება არ გაუარესდეს და შემზღუდავი ღონისძიებების გამკაცრება საჭირო არ გახდეს, აუცილებელია, მოსახლეობამ რეკომენდაციები სათანადოდ დაიცვას.
მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე პირველი მტერი არის სუფრა.
„შეზღუდვები თუ არ გვინდა, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები. ყველა ეპიდაფეთქება, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ეგრეთ წოდებული კლასტერები, გარდა ოჯახურისა, არის ქეიფის, ჭირის სუფრის, ქორწილების შემდეგ. გასაგებია, რომ პირბადით სუფრასთან ვერ დაჯდები. ჩვენი პირველი მტერი არის სუფრა. სადაც რეგულაციები დაცულია, იქ კორონავირუსის გავრცელების რისკი არის დაბალი. ჩვენ ხომ ვხედავთ, სადაც ეპიდაფეთქებებია, იმ დასახლებულ პუნქტებში მკაცრდება რეჟიმი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამასთან, როგორც იმნაძემ განაცხადა, იგეგმება ვაქცინაციის ცენტრების დამატება არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში.
„რა თქმა უნდა, იგეგმება ვაქცინაციის ცენტრების დამატება არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"