რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას, რომელიც კახა კალაძეს დაუდასტურდა
კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა, ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში კვლევებზე იმყოფება.
რა სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს პაციენტს აღნიშნული დაავადებით:
ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი წარმოადგენს პათოლოგიურ სიმპტომოკომპლექსს, რომელიც თავის ტვინის ფუნქციონირებაზე აისახება ხერხემლისა და ბაზილარულ არტერიებში სისხლის მიმოქცევის დარღევის გამო.
ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომის შემთხვევაში პაციენტს შეიძლება აწუხებდეს ტკივილი კეფის არეში, თავბრუსხვევა, დისკომფორტი კისრის არეში, ყურებში შუილი, წონასწორობის დარღვევა, ყურადღების ცუდი კონცენტრაცია, მხედველობის დაქვეითება, დაღლილობა და ა.შ.
ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, კისრის ოსტეოქონდროზია.
საკუთარი დიაგნოზის შესახებ კახა კალაძემ "ფეისბუქზე" ცოტა ხნის წინ დაწერა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი