,,განიხილება ასაკობრივი ცენზის შეცვლა" - ცერცვაძე ვაქცინაციაზე
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თქმით, შესაძლოა, საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია გამოცხადდეს.
,,ახლა იქნება ვაქცინის უწყვეტი მოდინება. ვაქცინის სიჭარბე შეიძლება შეიქმნას, უკვე განიხილება, რომ ასაკობრივი ცენზი შეიცვალოს. თავიდან არ იყო გათვლილი, რომ 65 წელს ზემოთ ადამიანები აცრილიყვნენ ექიმებთან ერთად, მაგრამ კარგი გადაწყვეტილება იყო, აბა ხომ არ გავაფუჭებთ ვაქცინას.
შესაძლოა, კიდევ დაიწიოს ასაკმა ან სულაც საყოველთაო ვაქცინაცია გამოცხადდეს,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე