ვაქცინის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე უნდა გაიარონ
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური პორტალი შექმნა, სადაც რეგისტრაცია Covid-19-ის ვაქცინის მსურველებმა უნდა გაიარონ.
მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის რეგისტრირებულია 64 000-ზე მეტი ადამიანი. მათ რიგისა და პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით სამინისტროს წარმომადგენლები გაანაწილებენ.
ქვეყანაში დღეს შემოსული ვაქცინის პირველი დოზებით სამედიცინო პერსონალი აიცრება. მომდევნო ჯგუფი მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები იქნებიან, ხოლო შემდგომ დაიწყება მოსახლეობის აცრა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, რაშიც იგულისხმება, რომ ვაქცინას ჯერ 75+ ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეები მიიღებენ და შემდეგ უფრო ახალგაზრდები.
ვაქცინის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია პორტალზე: https://booking.moh.gov.ge/
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე