პოსტკოვიდური სიმპტომებიდან რომელი ვლინდება ყველაზე ხშირად - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ყველაზე ხშირად პოსტკოვიდური სიმპტომებია საერთო სისუსტე და დაღლილობა.
მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს სუნთქვასთან დაკავშირებული და ნევროლოგიური პრობლემები.
„ყველაზე ხშირი პოსტკოვიდური სინდრომი არის საერთო სისუსტე, დაღლილობა. სიმპტომების მეორე ჯგუფია სუნთქვის გაძნელება, გახშირება, მოკლედ – სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები. მესამე – ნევროლოგიური პრობლემები, როგორიც არის მეხსიერების დაქვეითება, დეპრესია, შფოთი, უძილობა, თავის ტკივილი და ა.შ. მეოთხე არის გულსისხლძარღვთა სისტემის მხრიდან ჩივილები. მაგალითად, უსიამოვნო შეგრძნება გულ-მკერდის არეში, რიტმის დარღვევა, ექსტრასისტოლები და ასე შემდეგ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში პოსტკოვიდური სიმპტომების მქონე პაციენტების მიმართვიანობა მაღალია.
„მომართვიანობა მაღალია. ძალიან ბევრს აღენიშნება გარკვეული ჩივილები და სიმპტომი კოვიდის გადატანის შემდეგ. ზოგს აღენიშნება კოვიდის გადატანისთანავე, ანუ უგრძელდება კოვიდისგან განკურნების შემდეგ, ზოგთან სინდრომები ვითარდება დაახლოებით, ერთი ორი თვის შემდეგ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, მიმდინარეობს მზადება ორი მიმართულებით. კერძოდ, მოხდება პოსტკოვიდური სინდრომის თავისებურებების შესწავლა და ასეთი პაციენტებისთვის პროგრამის ამოქმედება.
„ვემზადებით ძალიან სერიოზული კვლევის ჩასატარებლად, რომელიც დაიწყება დაახლოებით მარტიდან. მეორე – ვემზადებით უკვე ამ პაციენტების სისტემური მომსახურებისთვის, რამეთუ კვლევაში მოხვდება სულ დაახლოებით 400 ადამიანი. კვლევის მიზანია, შევისწავლოთ და დავდოთ პოსტკოვიდური სინდრომის თავისებურებანი, რათა შემდეგ ეს ქვეყნის ჯანდაცვამ პრაქტიკაში გამოიყენოს. მეორე მიმართულება არის ასეთი პაციენტების მომსახურების სერვისების მიწოდების სისტემის შექმნა. სხვანაირად რომ ვთქვათ, პროგრამა პოსტკოვიდური ავადმყოფებისათვის, რომლით სარგებლობაც შეეძლება ყველა პაციენტს. თუ კვლევაში ჩართული იქნება 400 პაციენტი, პოსტკოვიდური სინდრომის პროგრამით სარგებლობა შეეძლება ყველა პაციენტს, ესეც დაახლოებით მარტში ამოქმედდება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"