COVID-19 გადატანილი ადამიანები ვირუსის ახალი შტამებით დაინფიცირდნენ - ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, არსებობს შემთხვევები, როდესაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები, რომელთაც სხეულში COVID-19-ის მიმართ ანტისხეულები აქვთ, დაავადების ახალი შტამით ინფიცირდებიან. ამის შესახებ გამოცემა CNBC წერს.
"წინასწარი მოხსენებები სამხრეთ აფრიკიდან იმაზე მეტყველებს, რომ კორონავირუსის ინფექციის მქონე პირებს შეიძლება ვირუსის ახალი, უფრო ინფექციური ვარიანტით, დაინფიცირდნენ", - აცხადებენ ჯანმოში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწყისი მონაცემების თანახმად, ვაქცინები შესაძლოა ახალი შტამების მიმართ ნაკლებად ეფექტური იყოს. თუმცა, ყველა შემთხვევაში ვაქცინაცია დაავადების სიმძიმეს ამსუბუქებს.
ამასთან გამოცემა The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მოცემულია კვლევა, რომლითაც მტკიცდება, რომ ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე კორონავირუსით სამხრეთ აფრიკელების 63% იყო ინფიცირებული.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი