„ფაიზერის“ ვაქცინის გასაკეთებლად საქართველომ 50 000 სპეციალური შპრიცი მიიღო
„ფაიზერის“ ვაქცინის გასაკეთებლად ქვეყანამ 50 000 სპეციალური შპრიცი მიიღო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული შპრიცების გამოყენებაზე ტრენინგი ჩატარდა იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია განხორციელდება.
„ვაქცინების შესყიდვის გარდა, სამინისტრო და დაავადებათა კონტროლი მუშაობს იმ ყველა სახარჯო მასალის შესყიდვაზე, რომელიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამისთვის. მივიღეთ 50 000 სპეციალური შპრიცი „ფაიზერის“ ვაქცინის გასაკეთებლად. ამ შპრიცის გამოყენების თაობაზე ტრენინგი უკვე ჩატარებულია იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მათი განაწილება მოხდება. რა თქმა უნდა, დამატებითი მარაგების შევსებაც მოხდება ეტაპობრივად, იმის მიხედვით, თუ რომელ ვაქცინას მივიღებთ და რა ტიპის საინექციო შპრიცი იქნება გამოსაყენებელი კონკრეტული ვაქცინისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს