ფაუჩის თქმით, კოლექტიური იმუნიტეტისთვის მოსახლეობის 70-85% უნდა აიცრას
აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კოლექტიური იმუნიტეტისთვის საჭიროა, მოსახლეობის 70-85% აიცრას.
ამ თემაზე დასმულ შეკითხვას მან „ამერიკის ხმასთან ინტერვიუში უპასუხა.
"ზუსტად არ ვიცით, თუ რა პროცენტი უნდა ავცრათ, რომ პოპულაციური იმუნიტეტი მივიღოთ. მაგრამ, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მოსახლეობის სადღაც 70-დან 85%-მდე აიცრება", - აცხადებს ფაუჩი.
ის ასევე განმარტავს, გადაედება თუ კორონავირუსი ადამიანს ნივთების ზედაპირიდან.
"თეორიულად აბსოლუტურად შესაძლებელია და ალბათ ხდება კიდეც. თუმცა, დიდწილად, გადაცემის ძირითადი კომპონენტი რესპირატორულია, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, ასიმპტომატური ადამიანისგანაც კი ვრცელდება. ვიცით, რომ 50% ინფექციის გავრცელება მოდის ისეთ ადამიანებზე, ვისაც სიმპტომები არ აქვს და არც არასდროს ექნება, ან კიდევ პრესიმპტომატურზე, ანუ ისეთებზე, ვისაც სიმპტომები ჯერ არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში გამოაჩნდება", - განმარტავს ენტონი ფაუჩი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე