"ვისთანაც ეს პრეპარატი გამოვიყენეთ, ყველა გამოჯანმრთელდა" - ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მათ „რემდესივირით“ 100-ზე მეტ მძიმე ავადმყოფს უმკურნალეს და ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა.
„100-ზე მეტმა ავადმყოფმა „რემდისივირი“ უკვე გამოიყენა. ჩვენ ამ ეტაპზე ამას შეთავაზების სახით, პაციენტის ნებართვის საფუძველზე ვაკეთებთ. ვიცით, რომ ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, თუმცა, ინფექციურ კლინიკაში მიღებული შედეგები იმაზე დადებითია, ვიდრე ველოდით. ვისთანაც გამოვიყენეთ, ისინი მძიმე ავადმყოფები იყვნენ და ამ 100 პაციენტიდან ყველა გამოჯანმრთელდა. იყო შემთხვევები, როცა გართულებულ პაციენტებს იცავდა დაავადების პროგრესირებისგან. შორსმიმავალ პროგნოზებს არ ვაკეთებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ვისთანაც გამოვიყენეთ 90%-ზე იდეალურად იმოქმედა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე