"გარდაცვალების შემთხვევები დავა ერთეულამდე ან ნულამდე" - თენგიზ ცერცვაძე
ჯობია შეცდომა დავუშვათ ზედმეტი სიფრთხილის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში გარდაცვალების შემთხვევები ნულამდე დავა - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიმართოს სასწრაფოს, ან ოჯახის ექიმს, რადგან დაავადება დამძიმების რისკებს შეიცავს.
"ჯობია შეცდომა დავუშვათ ზედმეტი სიფრთხილის თვალსაზრისით, ანუ ამ შემთხვევაში ჯობია ჰიპერდიაგნოსტიკა, ვიდრე ჰიპოდიაგნოსტიკა. პირველივე ეჭვების გაჩენისთანავე, აუცილებლად უნდა მიმართოთ სასწრაფოს, ან ოჯახის ექიმს, ან შეიძლება პირდაპირ ჰოსპიტალს, ვინაიდან დაავადება შეიცავს დამძიმების რისკებს,
კიდევ ერთხელ გავიმეორებ მაინც, თუ მოსახლეობა არ მიმართავს დაგვიანებით ექიმს, გარდაცვალების შემთხვევები დავა ერთეულამდე ან ნულამდე," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე