"ვაქცინის ქონა არ ქონა პრობლემაა, თუმცა საქართველოსთვის ამ ეტაპზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობაც არანაკლები გამოწვევა" - ნანა გეგეჭკორი
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი ამბობს, რომ კრონავირუსის ვაქცინის ქონა-არქონაზე არანაკლები პრობლემა ვაქცინის მიმართ უნდობლობა და ანტივაქსერული კამპანიაა.
მისი თქმით, გამოწვევა დიდია, თუმცა დრო ჯერ კიდევ არის და ყველამ უნდა იმუშაოს, რომ საზოგადოება ინფორმაციული თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით
"ვაქცინის ქონა არ ქონა პრობლემაა, თუმცა საქართველოსთვის ამ ეტაპზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობაც არანაკლები გამოწვევა. სამწუხაროდ, ანტივაქსერული მოძრაობა იმაზე მძლავრია საქართველოში ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. არც ხელისუფლებისადმი უნდობლობა მოქმედებს სწრაფი და სწორი ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ. დრო ჯერ კიდევ გვაქვს და ყველამ ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ რომ ვაქცინაციის დაწყებას ფსიქოლოგიურად და ინფორმაციულად მზად დავხვდეთ.
დღეს არსებული კოვიდ-19-ის მკურნალობის მწირი საშუალებები და ვირუსის ცვალებადი ბუნება პანდემიის დასრულების ვაქცინაციის გარეშე შესაძლებლობას გამორიცხავს.
და თუ მალე არ დავიბრუნეთ ნორმალური ცხოვრების რიტმი სიღარიბე არანაკლები მტერია..." - წერს ნანა გეგეჭკორი.
სიახლეები
- “ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი – მათი დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად” - შსს
- “როგორი ტრაგიკული პიროვნებაც იყო სერგო ორჯონიკიძე, ისეთივე ტრაგიკული პიროვნებები არიან თინა ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი, ორი ჩვეულებრივი მოღალატე” - ირაკლი კობახიძე
- პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი სრულად ჩაკეტა
- “ტრაგედიამ, რომელიც ამერიკაში დატრიალდა, შეძრა საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით” - შალვა პაპუაშვილი
- “ჩვენ გვყავს რადიკალი მემარცხენე შეშლილების ჯგუფი და ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ” - დონალდ ტრამპი