"ეს კოვიდგადატანილთა 25%-ს ემართება" - გიორგი ფხაკაძე
კოვიდგადატანილებს 25%-ს დეპრესიული მდგომარეობა და ძილის დარღვევები აქვს, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “ფეისბუქ live-ის” დროს განაცხადა.
“კვლევების შედეგები მაქვს ნანახი, რომელიც ჯერ არ არის დაბეჭდილი, მაგრამ მალე დაიბეჭდება. კვლევა გვეუბნება, რომ დაახლოებით 25% ადამიანების, ვინც გადაიტანა კოვიდი, რჩება დეპრესიული მდგომარეობა, ადამიანი კარგად ვერ იძინებს. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ძილთან დაკავშირებით ექმნება პრობლემა, ვერ იძინებს კარგად. მე არ ვამბობ, რომ ყველა, მაგრამ 100 ადამიანიდან, ვინც კოვიდი გადაიტანა, 25 კარგად ვერ იძინებს.
ასევე არის დეპრესიული მდგომარეობა, ადამიანი დეპრესიაში ვარდება, არაფერი არ მოწონს, ყველას ეჩხუბება, ცუდ ხასიათზეა, ცუდ პოსტებს წერს”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
ფხაკაძის რეკომენდაციით, ადამიანებმა დღე-ღამეში მინიმუმ 8 საათი უნდა იძინონ. მისი თქმით, უძილობა ამცირებს ადამიანის შრომისუნარიანობას, მოქმედებს მის ხასიათზე და აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.
“ძილი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, დღეში 8 საათი უნდა დაიძინოთ. როცა ნაკლები ძილი გაქვს, იმუნური სისტემა ქვეითდება, თქვენ არ ხართ ძლიერები, თქვენ საქმეს ვერ აკეთებთ. როცა უძილობა გაქვთ, ეს მოქმედებს მთელს თქვენს სისტემაზე და სხვა დაავადებებზე. დეპრესია ძალიან რთულია და ოჯახის წევრების, მეგობრების და ფსიქოლოგის დახმარებაა საჭირო”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
სიახლეები
- ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
- “ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - რაც შეეხება „MEGOBARI აქტს“, თუ არ მიიღებენ, მათთვის უკეთესი” - შალვა პაპუაშვილი
- “დავაკავეთ უკრაინის 2 მოქალაქე - ავტომანქანაში ნაპოვნია 2.4 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ - სუს-ი
- “კვლევების გარეშეც რომ შევხედოთ გახარია -„ლელოს“ ტანდემმა ვერ შეძლო კომისიებში 1600 წევრის მოძიება” - შალვა პაპუაშვილი GORBI-ს კვლევაზე
- “ჩარლი კირკის მკვლელობა არის შემზარავი, დასაგმობი ფაქტი, აქედან ჩანს, საით მიაქანებენ ფსევდოლიბერალები თანამედროვე სამყაროს და „ნაცი” აქტივისტების სიცილი ამ მკვლელობაზე აჩვენებს, რომ „ნაცი” არის მკვლელი და „ნაცი” არის ბნელი” - ირაკლი კობახიძე