"ანგარიშვალდებული ვარ როგორც ენგურს აქეთ, ისე მის მიღმა მყოფი თანამემამულეების წინაშე" - ტიკარაძე
მივმართავ, როგორც ენგურს აქეთ, ისე მის მიღმა მყოფ ჩვენს თანამემამულეებს – მე ანგარიშვალდებული ვარ თითოეული თქვენგანის წინაშე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, კორონავირუსთან ბრზოლაში, ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და მოხალისეების წვლილი შეუფასებელია.
"დღეს რუხიდან ერთი წლის ანგარიშს ვაბარებ მთელ საქართველოს, ამიტომ, მივმართავ, როგორც ენგურს აქეთ, ისე მის მიღმა მყოფ ჩვენს თანამემამულეებს – მე ანგარიშვალდებული ვარ თითოეული თქვენგანის წინაშე. ამ ომში შეუფასებელია ჩვენი ექიმის, ექთნების, სანიტრებისა და მოხალისეების წვლილი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, და მათ, ამ თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, განსაკურებული მადლობა გადავუხადო.
აქვე, მსურს, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო იმ საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციებისადმი, რომლებიც პანდემიის პირველი წუთიდან გვერდში გვიდგანან და თავიანთი წვლილი შეაქვთ მსოფლიო გამოწვევის დაძლევის პროცესში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე