საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 766 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა ტესტით, მათ შორის, 1 955 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 814 PCR ტესტით.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 222 143 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 206 313 გამოჯანმრთელდა, 2 418 კი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 386, საიდანაც, 5 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 1 019 პაციენტის მდგომარეობა. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი.
1 311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 6 451 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 427 პირი, თვითიზოლაციაში კი 35 123.
სიახლეები
- "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ დასავლეთს"
- "დასავლეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ინტერესების იგნორირება გადაწყვიტა" - ვლადიმერ პუტინი
- ,,შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ"
- "რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ვიღაცები სთხოვდნენ, სავარაუდოდ, ფულს და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის “ჩაშვებას” - ზურაბ ჯაფარიძე
- "პუტინის რეჟიმი ნგრევას" იწყებს ანუ დადის თუ არა კრემლში პრიგოჟინის აჩრდილი - რა ხდება რუსეთში?!