არის თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში?
ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა, იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახალ შტამთანაც მთავარი რჩება იგივე - პირბადე და დისტანცია.
"ჩვენ ვაკეთებთ ვირუსების სეკვენირებას ლუგარის ცენტრში. ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა, იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს. ამას გავაკეთებთ, მაგრამ არავითარი დიდი განსხვავება ახალ და ძველ შტამებს შორის არ არის. ჩვენ ყველა რეკორდი მოვხსენით მსოფლიოში. სამი ოთხი კვირის წინ მსოფლიოში პირველები ვიყავით გავრცელებით. ძნელად წარმომიდგენია, რომ იმ ახალ შტამს იმაზე სწრაფი გავრცელება ჰქონდეს, რაც ჩვენ გვქონდა დაახლოებით, სამი კვირის წინ. აქედან გამომდინარე, იმ ახალ შტამთანაც მთავარი რჩება იგივე – პირბადე და დისტანცია. სხვა გზა ჯერჯერობით მსოფლიოში არ არსებობს იმისთვის, რომ გავრცელების სისწრაფე შენელდეს. ასე რომ, გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება ახალი შტამის. ისიც საკმარისია, რაც დღეს ცირკულირებს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი